პარტია „ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია ნაბადის უბნის მოსახლეობას შეხვდა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა.
ნაბადის უბანში მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ სამსონ კუტალია იბრძოლებს.
მოსახლეობასთან შეხვედრისას გოჩა კურდღელიამ ფოთის განვითარების საკუთარ ხედვებსა და შემუშავებულ პროგრამაზე ისაუბრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ფოთში 2012 წლის შემდეგ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ყველა მათგანი მოსახლეობის ინტერესებსა და კეთილდღეობაზე იყო გათვლილი. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანის ცხოვრება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. „ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანი ძალებით, პირველივე დღიდან შეუდგება ფოთში ჯერ კიდევ არსებული პრობლემების დაძლევას. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სახელისუფლო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. ყოველი ჩვენგანის ვალია საკუთარი წვლილი შევიტანოთ ქალაქის წინსვლაში. თქვენთან ერთად ჩვენ შევქმნით ძლიერ თვითმმართველობას ძლიერი საქართველოსთვის“, -განაცხადა მერობის კანდიდატმა.
ამასთან, გოჩა კურდღელიამ ნაბადის უბანში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.