პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა აბაშის მუნიციპალიტეტში ლევან მაკალათიამ საარჩევნო კამპანია დაიწყო.
მერობის კანდიდატი აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და პარლამენტის წევრმა, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ წარუდგინეს.
ლევან მაკალათიამ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
„მე მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერთა მერი არ ვიქნები, მე ყველას მერი ვიქნები. თითოეული თქვენგანის ოჯახში შემოვალ და ერთად ვიზრუნებთ უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები და არა დაპირებები. მიგულეთ თქვენს სამსახურში“, – განაცხადა ლევან მაკალათიამ.
აბაშის მერობის კანდიდატმა პარლამენტის წევრს, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ დანელიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ლევან შონიას მადლობა გადაუხადა.