პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წალენჯიხა–ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, მოსახლეობას ჩხოროწყუს მერობის კანდიდატი დავით გოგუა წარუდგინეს.
მერობის კანდიდატმა ჩხროწყუს ცენტრალურ პარკში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მან დაბასა და სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
დაბა ჩხოროწყუში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჯანო პერტაია დასახელდა; ახუთში – ზურაბ ჯიქია, ზუმში – ჯონი ჯალაღონია, თაიაში – აბელ თოდუა, კირცხში – დათო კვირტია, ლესიჭინეში – მამუკა ფიჩხაია, ლეწურწუმეში – მერაბ ძაძამია, მუხურში – კობა თოლორდავა, ნაკიანში – ბონდო ჭეჟია, ნაფიჩხოვოში – დაზმირ დარსალია, ქვედა ჩხოროწყუში – გიორგი ახალაია, ჭოღაში – შოთა შენგელია, ხოლო ხაბუმეში – ნუგზარ ჯალაღონია.