ფოთის მერობის კანდიდატი მოსახლეობას: “მზად ვარ, თქვენგან წამოსულ ჯანსაღ ინიციატივებს მხარი დავუჭირო”

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია ნაბადის უბნის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაჩ ფოჩხუა  წარუდგინა.

„ეს ადამიანი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საკრებულოში ყველა იმ პრობლემის გამზიარებელი იქნება, რომელიც თქვენს უბანში მცხოვრებ ადამიანებს აწუხებს“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

„ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი მოსახლოებას იმ ოთხწლიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა, რომლის სამოქმედო გეგმაც უკვე შემუშავებულია.

„ფოთისთვის „ქართული ოცნების“ გამარჯვება სტაბილურობას, ადამიანებზე ზრუნვას, თვითთმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობას, განვითარებულ ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურას ნიშნავს. ჩემი საარჩევნო პროგრამა თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. შესაბამისად, მზად ვარ, თქვენგან წამოსულ ჯანსაღ ინიციატივებს მხარი დავუჭირო“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი