“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წალენჯიხის მერობის კანდიდატმა, ბესიკ ფარცვანიამ, სოფელ ნაკიფუს მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობას ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარობის კანდიდატი, მოქმედი საკრებულოს წევრი ვლადიმერ კვარაცხელია წარუდგინა.
კანდიდატებთაბ საუბრისას მოსახლეობამ ყურადღება გაამახვილა შიდა გზების რეაბილიტაციასა და ჭაბურღილების მოწყობაზე და ნაკიფუს ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის კმაყოფილება გამოთქვეს.