ცესკოში ფოთის მერობის 6 კანდიდატი დარეგისტრირდა

ცესკოს ინფორმაციით, ფოთში მერობის 6 კანდიდატი დარეგისტრირდა. მერობის კანდიდატები არიან:

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – გოჩა კურდღელია,

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” – ოთარ ხარჩილავა,

„ნაციონალური მოძრაობა“- მაკა ჯინჯოლია,

„ევროპული საქართველო”  – ვახტანგ დარცმელიძე

„ახალი საქართველო” –  ინგა ჭანტურია,

„პატრიოტთა ალიანსი“ – მაია ჩხარტიშვილი.

საოლქოში შემოსული დოკუმენტაციის გადამოწმებისათვის საოლქო კომისიას 2 დღის ვადა აქვს. ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში კონკრეტულ სუბიექტებს შეცდომის გამოსასწორებლადაც კანონმდებლობით 2 დღე აქვთ განსაზღვრული. რის შემდეგაც მოხდება წარდგენილი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის საბუთების შემოწმება და რეგისტრაციაში გატარება.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი