სამეგრელოში ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების დარიგება დაიწყო

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობისთვის პრეპარატების და ფერომონების (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) გადაცემა მიმდინარეობს. შესაწამლი პრეპრატები 95 911 ოჯახს გადაეცემა. თითოეულ ოჯახზე თითო ლიტრი პრეპარატი და ფერომონია გათვალისწინებული. პრეპარატების გამოყენების და უსაფრთხოების წესების დაცვის, აგრეთვე მავნებელთან ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ, მოსახლეობას საინფორმაციო მასალებიც მიეწოდება.

მოსახლეობისთვის პრეპარატების გადაცემა დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის ადმინისტრაციული ერთეულიდან დაიწყო და ეტაპობრივად მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს სადაც მავნებელია გავრცელებული.

სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრეპარატების გადაცემის პროცესს დაესწრნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია.

გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა იმ ღონისძიებების მნიშვნელობა, რომლებიც მავნებლის საწინააღმდეგოდ სახელმწიფომ გაატარა თუმცა მავნებელთან ბრძოლა იმ ეტაპზე გადადის როცა მოსახლეობის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი