დომენტი (ზვიად) სიჭინავამ ადგილობრივ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა წარუდგინა

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი (ზვიად) სიჭინავამ დღეს კულტურის ცენტრ „ოდიშში“ ადგილობრივ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა წარუდგინა.

პროგრამის პრეზენტაციამდე მერობის კანდიდატმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მერის პოსტი არაპოლიტიკურია, მისი არაპარტიულობა კი სხვა კანდიდატებისგან გამოარჩევს და ამას ერთგვარ უპირატესობადაც მიიჩნევს.

„საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქის მერი მეურნე და მენეჯერია. მეურნე მერი ცდილობსქ ქალაქის განვითარების დინამიკა ინვესტორებს ადგილობრივთა ინტერესების შესაბამისად მოარგოს. ქართულ რეალობაში მერი აღიქმება საკუთარი პარტიის მიმართ ლოიალურად, ანგარიშვალდებულად და არა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ბუნებრივია, საკუთარი პარტიის მიმართ ერთგულება დასაშვებია და პოლიტიკური პროცესების ნაწილია, მაგრამ მერმა, პირველ რიგში, უნდა შეძლოს საკუთარი თავის გაიგივება ამომრჩეველთან და მათი პრობლების გაზიარება”, – განაცხადა სიჭინავამ.

ფართომასშტაბიან პრეზენტაციამდე დომენტი სიჭინავამ საკუთარი ხედვები მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გააცნო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი