გოჩა კურდღელია ახალი რაიონის დასახლებაში დევნილებს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის  მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, ახალი რაიონის დასახლებაში დევნილებს  შეხვდა.

მერობის კანდიდატმა  მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობებისა და ეფექტიანობის გაზრდას ითვალისწინებს.

„ხელისუფლებამ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ფოთში 2015-16 წლებში,  439  საცხოვრებელი ობიექტი შეისყიდა, 2012-16 წლებში საცხოვრებელი ობიექტი საკუთრებაში გადაეცა 1 668 ოჯახს გადაეცა.  დევნილებისთვის ბინების გადაცემა, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში დაიწყო, მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, ქალაქის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარებას გეგმავს.

„საბიუჯეტო სახსრების თითოეული თეთრი ფოთს მოხმარდება. ეს დაპირებათა მინიმუმია. რაც შეეხება მაქსიმუმს, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ფოთში ევროპული სტანდარტები დამკვიდრდეს და ფოთი ევროპული დონის ქალაქი გახდეს“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

 

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი