8 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა შეეზღუდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ახალ ანტიმიგრაციულ ბრძანებას, რომელიც აშშ-ში 8 ქვეყნის მოქალაქეების შესვლას ზღუდავს.

თეთრი სახლის საიტზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  შეზღუდვები შეეხება: ირანის, ლიბიის, სომალის, სირიის, იემენის, ჩადის, ჩრდილოეთ კორეის და ვენესუელას მოქალაქეებს.

შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაურკვეველი ვადით იმიგრაციული და არაიმიგრაციული ვიზებით შესვლა იზღუდება, ხოლო ვენესუელას შემთხვევაში, აკრძალვა მხოლოდ ჩინოსნებზე ვრცელდება.

ახალ ბრძანებას ტრამპმა ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც 24 სექტემბერს წინა დოკუმენტის მოქმედების ვადა ამოიწურა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი