ფოთის მერი გადადგა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

ყოფილმა მერმა თანამშრომლებს და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა.

„მე ნამდვილად მეამაყება, რომ ამ 3 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. დაწყებულია ბევრი პროექტი და დარწმუნებული ვარ, რომ ამას მივიყვანთ ბოლომდე. მინდა წარმატებები გისურვოთ“, – განაცხადა ირაკლი კაკულიამ.

ირაკლი კაკულია მმართველი გუნდის პარტიულ სიაში პირველი ნომერია. კანონმდებლობის მიხედვით, საკრებულოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც აღნიშნულ თანამდებობასთან შეუთავსებელია.

ირაკლი კაკულიამ ფოთის 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი