სამეგრელოს რეგიონში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, 27 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში ფაროსანას შეწამვლის ღონისძიებები დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
07:00 საათიდან 12:00 საათამდე და 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე, დაიწყება აზიურის ფაროსანას შეწამვლა თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელწმიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს:
“გამოიჩინონ ყურადღება და არსებობის შემთხვევაში მოახდინოთ წყლის ჭების დროებით გადახურვა, წამლობის პროცესში 15-20 წუთის განმავლობაში მოერიდოთ თერმულ ნისლს და დახუროთ შენობების კარ-ფანჯრები!
ქიმიური დამუშავების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის”, – აღნიშნულია
შეწამვლითი ღონისძიებები ქალაქის მასშტაბით, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 30 სექტემბერს დასრულდება.