პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების – ჯაღირასა და სამესხიოს მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი ბაკურ სონგულია წარუდგინა.
ბესიკ ფარცვანიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და მოსახლეობას მომავალი ოთხი წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამოქმედო გეგმის მიხედვით, უახლოეს მომავალში, ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. სამესხიოსა და ჯაღირის მოსახლეობამ კი, მთავარ პრიორიტეტად შიდა საუბნო გზებისა და სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხების მოგვარება დაასახელა.