გოჩა კურდღელია – ჩვენი გუნდი მოუსმენს ხალხს და პრობლემებს მათთან ერთად გადაჭრის

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართელოს“ ფოთის  მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ დავით ესებუასთან ერთად, კუნძულის უბანში, კრატასიუკის ქუჩის  მოსახლეობას შეხვდა.

კანდიდატებმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და ის პროექტები გააცნეს, რომელთა განხორციელებაც მუნიციპალიტეტში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება.

„ჩვენი გუნდი იქნება გარანტი იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პროცესებს გამჭვირვალედ და მარტივად წარმართავს. ეს გუნდი მოუსმენს ხალხს და პრობლემებს მათთან ერთად გადაჭრის“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სოციალური პროგრამების მნიშვნელობაზე გამახვილდა.

„ხალხი გრძნობს, რომ სახელმწიფო მათ გვერდით დგას. ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა  ფოთის  ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2012 წლის შემდეგ, სოციალური პროგრამების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. კონკრეტულად ჩვენს ქალაქში, სოციალური კუთხით, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება“, – აღნიშნა გოჩა კურდღელიამ.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი