გიორგი მარგველაშივილი, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით მზადაა უმრავლესობის ლიდერებს, ოთხშაბათს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში შეხვდეს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.
„სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება მარტივი სიტუაციების გართულება და ასეა ახლაც. თითქმის კვირაზე მეტია საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის ასეთი შეხვედრისათვის. პრეზიდენტი ყოველთვის ღიაა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხებზე საკომუნიკაციოდ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის, ცხადია, „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ კვლავ ადგილი აქვს სპეკულაციას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომუნიკაციაც იყო.სწორედ, ამ სპეკულაციების დასასრულებლად მინდა, ძალიან ღიად განვაცხადო და ღიად მოვიწვიო „ქართული ოცნების“ და უმრავლესობის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრაზე.
პრეზიდენტი მზადაა მათ ოთხშაბათს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდეს,“ – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.