15 მაისს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში სახალხო დღესასწაული „კონსტანტინეობა“ აღინიშნება, რომელსაც სტუმრები საქართველოს სხვადსახვა კუთხეებიდან დაესწრებიან.
ცნობილი მწერლის დაბადების დღის აღნიშვნა მისსავე სახლ-მუზეუმში იგეგმება, სადაც საქართველოს სხვადასხვაკუთხეებიდან მოწვეული ფოლკლორული ანსამბლების მონწილეობით კონცერტი გაიმაართება.
გამსახურდიების ეზოში გამოიფინება ხალხური რეწვის ნიმუშები, მოეწყობა სტენდები და მოხდება მეგრული სამზარეულოს გამოფენა.
კონსტანტინე გამსახურდია 1893 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში დაიბადა. ის ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. „დიდოსტატის მარჯვენა“, „მთვარის მოტაცება“ და სხვა ცნობილი რომანების ავტორის დაბადებიდან წელს 122 წელი შესრულდება.