საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია მალთაყვის უბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან თორნიკე კირთაძესთან და ზვიად დგებუაძესთან ერთად, გაგრის ქუჩისა და კოლიმბარის დასახლების მოსახლეობას შეხვდა.
ამომრჩეველთან გოჩა კურდღელიამ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო.
„ფოთის მთავარი სიმდიდრე მისი სანაპირო ზოლია. წლების განმავლობაში, მას სათანადო ყურადღება არ ეთმობოდა, ხოლო 2015 წელს, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერით, სწორედ ამ უბანში, მასშტაბური პროექტის – მალთაყვის ბულვარის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ პროექტების ნუსხაში მოექცა. ამჟამად, შესრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოები. სანაპიროს რეაბილიტაცია გაგრძელდება და პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქს შვიდკილომეტრიანი ქვიშის სანაპირო ზოლი ექნება“, – განაცხადა ფოთის მერობის განდიდატმა.
გოჩა კურდღელიამ შეხვედრაზე ყურადღება ასევე, სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებზე გაამახვილა.