ლაშა გოგია კომბინატის დასახლებაში დევნილებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ლაშა გოგია ქალაქ ზუგდიდში, კომბინატის უბანში, ხელაიას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ლაშა გოგიამ ადგილობრივებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სალომე ფაცაცია წარუდგინა და ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი, ამომრჩევლებს ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.

„ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს აწუხებდა ეს წყალი იყო. წელს კი წყალმომარაგების სამუშაოები დაიწყო და მომავალი წლიდან მოსახლეობა ახალი წყლის სისტემით ისარგებლებს, პარალელურად მიმდინარეობს კიდევ ერთი მსხვილი პროექტის წყალარინების სამუშაოები. აქვე თქვენთან ახლოს მიმდინარეობს უეფას შესაბამისი სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, რისთვისაც 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. ჩვენს მიერ მომზადებული ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა მორგებულია თითოეული მოქალაქის საჭიროებებზე.“

კომბინატში, ცენტრალური სტადიონის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულდა. მოეწყო მთავარი საფეხბურთო, ბუნებრივსაფარიანი მოედანი. მთავარი მოედანი, 7 200-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს. მომავალი წლიდან კი დაიწყება 1 224 ადამიანზე გათვლილი სათადარიგო მოედნის მშენებლობა და განათების მოწყობა. პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი