ზუგდიდში ბიზნესმენს საკუთარი სახლის ეზოში ესროლეს

ზუგდიდში,  ბიზნესმენი ლევან ქუჩულორია ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბიზნესმენი საკუთარი სახლის ეზოში იმყოფებოდა. დაჭრილი გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მორიგე ექიმის განცხადებით, პაციენტს ჭრილობა ფეხის და მუცლის არეში აქვს მიყენებული.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაოებენ.
“newsportal.ge”-ს შსს-ში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი