დღეს დარჩელში ლაშა გოგია საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას გამართავს

დღეს, 18 საათზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.

საარჩევნო კამპანიის ოფიციალური დახურვის ღონისძიება სოფელ დარჩელში გაიმართება, სადაც ამომრჩეველს მერობის კანდიდატი,  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და პროპორციული სიის პირველ ნომერი მიმართავს. რის შემდეგაც დარჩელის ცენტრში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, შეხვედრები გამართა ზუგდიდის ყველა სოფელსა და ქალაქის ყველა ზონაში. ლაშა გოგია კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას 100-მდე ქუჩაზე შეხვდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი