გიორგი მღებრიშვილი – მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მრებრიშვილი ჩავიდა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამოძიების ფარგლებში მუშაობა სხვადასხვა ვერსიაზე მიმდინარეობს. გიორგი მღებრიშვილი არ გამორიცხავს, რომ მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე კვალიფიკაცია შეიცვალოს.
„ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, როგორც ყოველთვის. მიმდინარეობს გამოძიება, გვაქვს გარკვეული ოპერატიული ინფორმაციები, ასე რომ, უნდა დაველოდოთ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ყოველწუთიერად ინფორმაციებს იღებენ და ამუშავებენ. საქმეზე კვალიფიკაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, კონკრეტულს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

შეგახსნებეთ, რომ სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” შტაბთან, გუშინ საღამოს თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მათთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი