დარჩელში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიება გამართა.

საარჩევნო კამპანიის ოფიციალური დახურვის ღონისძიება სოფელ დარჩელში გაიმართა, სადაც ამომრჩეველს მერობის კანდიდატმა და პროპორციული სიის პირველმა ნომერმა მიმართეს. რის შემდეგაც დარჩელის ცენტრში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, შეხვედრები გამართა ზუგდიდის ყველა სოფელსა და ქალაქის ყველა ზონაში. ლაშა გოგია კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას 100-მდე ქუჩაზე შეხვდა.

„მადლობა ყველაზე დაუღალავო ადამიანებო, რომ აქ ხართ ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს დღეს! მადლობა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ჩვენი ზონის უფროსებს, უბნის უფროსებს, კოორდინატორებს, შტაბის თითოეულ თანამშრომელს, მადლობა მხარდამჭერების ჯარს! ჩვენ ერთად ნამდვილად შევძელით გვქონოდა ყველაზე მასშტაბური და დასამახსოვრებელი საარჩევნო კამპანია ზუგდიდის ისტორიაში!

სულ რაღაც სამ დღეში ჩვენ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას, ჩვენი გუნდი უალტერნატივოა, რადგან, ჩვენ სხვების მსგავსად არ მოვდივართ სურვილებით, ჩვენ მოვდივარ კონკრეტული სამოქმედო გეგმებით, ჩვენ ვიცით რა სჭირდება ზუგდიდს, რა სჭირდება ჩვენს სოფლებს, ჩვენ ვიცით პრობლემები რომლებიც თქვენ გაწუხებთ – ჩვენ მოვდივართ თქვენთვის და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი, ძლიერი ზუგდიდის ასაშენებლად!“ – განაცხადა საარჩევნო კამპანიის დახურვის ღონისძიებაზე ლაშა გოგიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი