გიორგი მარგველაშვილი – სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე

გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე საარჩევნო უბანზე  გააკეთა.

„ჩემი ხმა და ის სამი ბიულეტენი, რომელიც მომცეს გამოვიყენე შემდეგნაირად – ამ სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე – ეს იყო ჩემი არჩევანი”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველმა პირმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც ბევრ საკითხს გადაწყვეტს, მათ შორის ყოველდღიურ პრობლემებს.

“დღეს არჩეულმა დეპუტატებმა და მერებმა უნდა შეძლონ და ემსახურონ საზოგადოებას. უნდა შეძლონ და მოუსმინონ იმას, რაც უნდა ხალხს და რა გასაჭირიც არის ჩვენ ყოველდღიურ ყოფაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი