დომენტი სიჭინავა – ველოდები უკეთეს ხვალინდელ დღეს

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დომენტი სიჭინავამ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა.
მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი ზუგდიდის #8 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

„მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი წყნარად იქნება და ადგილი არ ექნება ექსცესებს. ყველაზე მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არჩევნებმა ჩაიაროს ნორმალურად. გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ მე ჩემი კანდიდატურა მოვხსენი, ხედავთ რომ არ დასტურდება და არჩევნებში ვმონაწილეობ. იმედიანად ვარ, რომ ხალხი გააკეთებს არჩევანს, რადგან სახლში ჯდომა არ შეიძლება, რადგან ის, ვინც სახლში რჩება, სწორედ ის ირჩევს ცუდ ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული ჭორები იმის შესახებ, რომ სანახაობას ელოდებიან, მე მჯერა, რომ ყველაფერი იქნება სწორად. ველოდები ხალხის არჩევანს და უკეთესს ხვალინდელ დღეს“, – განაცხადა დომენტი სიჭინავამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი