ზუგდიდის მუნიციპალეტის ახალ, 50 წევრიან საკრებულოში 43 წევრი ქართულ ოცნებას 7 წევრი კი ოპოზიციურ პარტიებს ეყოლებათ. წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა: ქართული ოცნება – 57%, ნაციონალური მოძრაობა 24,67%, ევროპული საქართველო 11,06%.
არსებული მონაცემების შესაბამისად „ქართულ ოცნება“ პროპორციული სიით 9 კანდიდიატს გაიყვანს, ნაციონალური მოძრაობა 4 კანდიდიატს, ხოლო ევროპილი-საქართველო 2 კანდიდიატს.
მაჟორიტარულ ოლქებში კი „ქართულმა ოცნებამ“ – 34 დეპუტატი გაიყვანა, ენმ-მ კი ერთი.