წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავა-ლეკუხონას ადმინისტრაციულ საზღვრთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად საგუშაგოსთან ჯარისკაცი გასროლის შედეგად გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სამხედროს ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევით გაუვარდა და ტყვია მეორე სამხედრო მოსამსახურეს მოხვდა. დაჭრილი ჯარისკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ში, “newsportal.ge”-ს განუცხადეს, რომ გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.