Gem fest – 2018 ოთხდღიანი იქნება

Gem fest – 2018 ოთხდღიანი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას ფესტივალის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მუსიკალური ფესტივალი ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში 9-დან 12 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. მათივე ცნობით, დაწყებულია  2018 წლის ლაინ აფზე მუშაობა, ასევე  დაიწყება “GEM FEST 2018 SUPER EARLY BIRD” ბილეთების გაყიდვა.

ფესტივალი სამეგრელოში მეოთხე წელია ტარდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი