2 ნოემბერს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 2 ნოემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება სამეგრელოს მოსახლეობის შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალოიტეტებს:

ზუგდიდი – 08:00-18:30 საათამდე  1702 აბონენტს  სოფლებში რუხი, რიყე, ტყაია და მიმდებარე სოფლებში. 10:00-18:30 საათამდე 444 აბონენტს სოფლებში ნარაზენი,შამადელა. 11:50-18:30 საათამდე  1697 აბონენტს სოფლებში ცაიში, ცაცხვი, დარჩელი, დიდინეძი და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე  381  აბონენტს ქ. წალენჯიხაში ლევან II დადიანის, მიქავას ქუჩებზე, ასევე სოფლებში ჯგალი, ზუმი, ნაკიფუ და მიმდებარე სოფლებში..

აბაშა –  13:00-15:00 საათამდე  67 აბონენტს სოფელ ქოლობანში. 14:00-17:00 საათამდე 389 აბონენტს ქ.აბაშაში რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩებზე, ასევე სოფლებში ნორიო, სუჯუნა, კაპანა.

ფოთი –  11:00-13:00 საათამდე 237 აბონენტს ქ.ფოთში აკაკის, მოწერელიას, კაკულიას და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-14:00 საათამდე 200 აბონენტს  ქ.ფოთში კლდიაშვილის, პაიჭაძის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე. 14:00-16:30 საათამდე 356 აბონენტს ქ.ფოთში ფალიშვილის, პუშკინის, დანელიას და მიმდებარე ქუჩებზე.

მარტვილი –  11:00-18:30 საათამდე  1008 აბონენტს სოფლებში ლეხაინდრაო, ნაჯახაო, ბანძა, ნაგვაზაო. 11:00-16:00 საათამდე 36 აბონენტს სოფელ კურზუში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი