დე-ფაქტო აფხაზეთის მთავრობა ტურისტებს უფასო ონლაინ ვიზებს სთავაზობს

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა ტურისტებს უფასო ვიზების მიღებას ონლაინ აპლიკაციით სთავაზობს. დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე მიბმულია სპეციალური აპლიკაცია, სადაც აფხაზეთში მოგზაურობის მსურველებს განაცხადის გაკეთება და ელექტრონული ვიზის მიღება ინტერნეტის საშუალებით შეუძლიათ.

აფხაზეთში შესვლის ნებართვას დე-ფაქტო უწყება ადრესატს ელექტრონული ფოსტით ან ფაქსით უგზავნის, განაცხადის განსახილველად მაქსიმუმ 7 სამუშაო დღე უნდა გამოიყენოს.

ე.წ. ვიზის აპლიკაციაში აუცილებლად ჩასაწერია, თუ საიდან კვეთს საზღვარს შესვლის მსურველი. გრაფაში ოთხი ჩამონათვალია – საქართველოდან, რუსეთიდან, ზღვით და საჰაერო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი