“ჩხოროწყუობა 2017”-ის ფარგლებში, საპატიო ჩხოროწყუელის დაჯილდოების ცერემონია და საზეიმო კონცერტი გაიმართა.
მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, წელს, საპატიო ჩხოროწყუელის წოდება 9 სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამინს მიენიჭა.
ერთ-ერთი საპატიო ჩხოროწყუელი მაშველი – ბესიკ გაბიანი გახდა, რომელმაც 2017 წლის 5 ივლისს, სტიქიის შედეგად ადიდებული მდინარე ხობისწყლიდან, 2 ადგილობრივი გამოიყვანა.
საპატიო ჩხოროწყუელის წოდება ასევე მიენიჭა:
თეონა ცირამუა – გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი;
ჯემალ შენგელია – ჭოღის საჯარო სკოლის დირექტორი;
ნაპოლეონ ლემონჯავა – ფილოლოგიის მეცნიერებათა პროფესორი;
ნუნუ ქებურია – კულტურის დამსახურებული მუშაკი;
გურამ თოდუა – შრომის ვეტერანი;
გერონტი მამფორია – სასპორტო სკოლის დირექტორი;
გურამ მალანია – მხატვარი;
შაჰან მალანია – განათლების სისტემის ღვაწლმოსილი მუშაკი.
დღეს, „ჩხოროწყუობა 2017“ საზეიმოდ აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება გაიმართა. სახალხო დღესასწაული სისტემატურად 2013 წლიდან იმართება.