ფოთში ჯილეხით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ფოთში 28 წლის ქალი ჯილეხით გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ლაბორატორიაში.

,,პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში შემოყვანისას აღენიშნებოდა თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, ყელის შეშუპება, მონაცისფრო ნადებები. მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, სადაც გარდაიცვალა”,- განუცხადა “newsportal.ge-ს ფოთის რეგიონალური ლაბორატორიის ეპიდემიოლოგმა მაკა გაბუნიამ.

მისი თქმით, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, დაგვიანებული მკურნალობა გახდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი