“ენერგო პრო ჯრჯიას” ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 ნოემბერს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ენერგომომარაგება შეეზღუდება ზუგდიდის, წალენჯიხის, აბაშის და მარტვილის აბონენტების ნაწილს.
ზუგდიდი – 10:00-18:00 საათამდე 1669 აბონენტს ქ.ზუგდიდში წერეთლის, ჩიტაძის II შესახვევი, წერეთლის IV შესახვევში, ასევე სოფლებში ოდიში, ყულიშკარი, ანაკლია, განმუხური და მიმდებარე სოფლებში. 10:20-18:30 საათამდე 967 აბონენტს სოფლებში ცაიში, ურთა, ერგეტა და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 10:00-18:00 საათამდე 1 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ლევან II დადიანის ქუჩაზე(კერძო აბონენტი). 15:00-18:00 საათამდე 36 აბონენტს დაბა ჯვარის ნაწილში.
აბაშა – 12:00-17:00 საათამდე 44 აბონენტს სოფელ გეზათში.
მარტვილი – 11:20-18:30 საათამდე 129 აბონენტს სოფლებში დოშაყე, დ/ჭყონი. 08:00-09:00 საათამდე 3516 აბონენტს სოფელბში ლეხაინდრაო, ნაჯახაო, ბანძა და მიმდებარე სოფლებში.
“ენერგო პრო ჯორჯიას” ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.