ზუგდიდი მერი თანამშრომლებს მადლობას უხდის

ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია თანამშრომლებს მადლობას უხდის. მერიის თანამშრომლებს დღეს სამუშაო მაგიდაზე მერისგან მადლობის წერილები დახვდათ სადაც წერია, რომ:

,,ჩემთვის დიდი პატივია, რომ მქონდა შესაძლებლობა, თქვენთან ერთად საკუთარი წვლილი შემეტანა ქალაქის აღმშენებლობის საქმეში. გისურვებთ წარმატებებს და მადლობას გიხდით ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში შეანილი განსაკუთრებული წვლილისთის”.

დღეს ქალაქ ზუგდიდის მერისთვის, ამ პოსტზე ბოლო სამუშაო დღეა. ორსაბათიდან, 13 ნოემბრიდან კი გაერთიანებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, პოსტს არჩევნებში გამარჯვებული კანდიდიატი ლაშა გოგია ჩაიბარებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი