ზუგდიდში დასუფთავების აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში საარჩევნო პლაკატებისგან დასუფთავების მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ დასუფთავების აქციაში პარტიის ადგილობრივი ლიდერები, საკრებულოს ახალარჩეული წევრები და აქტივისტები მონაწილეობენ.

“მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია დაიწყო. აღრიცხულია სამი ათასამდე ობიექტი. ეს გახლავთ ბოძები, კედლები, ღობეები. დღეს ზუგდიდის ტერიტორია გაიწმინდება საარჩევნო- საააგიტაციო მასალებისგან,”- განაცხადა საკრებულოს წევრმა მამუკა წოწერიამ.

დასუფთავების აქციაში, რომელიც მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს  800-მდე მოხალისე მონაწილეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი