ქრთამის აღების ფაქტზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორი თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის  საფინანსო – საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელი პირები დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით,  დანაშაულში მხილებული პირები, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორციელებელი ერთ – ერთი კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელს დაუკავშირდნენ. ბრალდებულებმა, მას სამსახურებრივი მფარველობის და ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის ხელოვნურად გაზრდის, ასევე, ვითომდა შესრულებული სამუშაოების დადასტურების სანაცვლოდ, თანხა გამოართვეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 – ე და 338 – ე მუხლების პირველი ნაწილებით. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი