საქართველოში გლოვის დღეა

ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, 27 ნოემბერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაშვებულია, სახელმწიფო დროშები დაუშვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი