29 ნოემბერს სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ქსელის რეაბილიტაციის გამო ელექტრომომარაგება შეეზღუდება შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 2153 აბონენტს სოფლებში აბასთუმანი, ყულიშკარი, ჭაქვინჯი, ჭკადუაში და მიმდებარე სოფლებში. 10:15- 18:30 საათამდე 2824 აბონენტს ქ.ზუგდიდში კედიას ქუჩაზე, სოფლებში ოდიში, ახალკახათი, ინგირი, რუხი და მიმდებარე სოფლების ნაწილში, ასევე ხობის სოფელ ხამისკურის ნაწილში.
აბაშა – 11:00 -17:00 საათამდე 963 აბონენტს ქ.აბაშაში აკაკის IV შესახვევი, ასევე სოფლებში მაიდანი, გეზათი, სეფიეთი და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 10:00-18:00 საათამდე 61 სოფელ მუჟავაში. 11:00-17:00 საათამდე 1998 აბონენტს ქ.წალენჯიხაში წმ.ნინოს, შანავას, ლევან II დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ჯგალი, ობუჯი, ნაკიფუ და მიმდებარე სოფლებში, ასევე ზუგდიდის სოფლების ნაწილში კორცხელი და ნაცატუ.
ფოთი – 11:00-15:00 საათამდე 138 აბონენტს ქ.ფოთში აღმაშენებლის, მიქაბერიძის, ლიეპაიას და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-18:00 საათამდე 193 აბონენტს ჭავჭავაძის და მოწერელიას ქუჩაზე. 14:00-16:30 საათამდე 2138 აბონენტს ჭავჭავაძის, სამეგრელოს, ელადას და მიმდებარე ქუჩებზე.
ჩხოროწყუ – 12:00-14:00 საათამდე 588 აბონენტს სოფლებში ხაბუმე, ჭოღაში.
მარტვილი – 12:00-15:00 საათამდე 182 აბონენტს სოფლებში ჯოლევი, აბედათში.
ხობი – 11:00-18:30 საათამდე 216 აბონენტს ქ.ხობში ბარათაშვილის, დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში მეორე გურიფული, გურიფული და მიმდებარე სოფლებში.