6 დეკემბერს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

6 დეკემბერს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს.

კომპანიის ცნობით,   ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 3095 აბონენტს ქ.ზუგდიდში დემურიას, წერეთლის, სოხუმის, ბერიას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ნაწულუკუ, რუხი, ჭაქვინჯი, ჭკადუაში, ანაკლია და მიმდებარე სოფლებში. 10:45 დან 18:30 საათამდე 1511 აბონენტს სოფლებში ცაიში, ცაცხვი, ორსანტია და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა  – 09:00-18:00 საათამდე 87 აბონენტს  დაბა ჯვარში 26 მაისის, საჯაიას, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-18:00 საათამდე 828 აბონენტს ქ.წალენჯიხაში წმ.ნინოს, ბ.შანავას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ჯგალი, მუჟავა,საჩინო.

ჩხოროწყუ  – 11:15-17:00 საათამდე 588 აბონენტს სოფლებში ხაბუმე, ჭოღაში.

ფოთი – 10:00-17:00 სათამდე 271 აბონენტს ქ. ფოთში ნიკოლაძის სანაპირო, ჩხეიძის, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-13:00 საათამდე 278 აბონენტს ბარათაშვილის, კონსტიტუციის, ჭონქაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

მარტვილი – 12:45-15:00 საათამდე 236 აბონენტს სოფლებში ჭყონი, დ/ჭყონი, თამაკონი, ნამიკოლაო.

აბაშა – 11:00-17:00 საათამდე 715 აბონენტს ქ.აბაშაში აკაკის IV შესახვევი, სოფლებში მარანი, პირველი მაისი, ეწერი, გაუწყინარში.

სენაკი – 15:30-16:30 საათამდე  535 აბონენტს სოფლებში ქვემო ფოცხო და უშაფათი.

“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი