5 დეკემბერს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

5 დეკემბერს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს. ელექტრომომარაგების შეზღუდვა ეხება შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი – 11:05-18:30 საათამდე 2100 აბონენტს ქ.ზუგდიდში სერგიას, თამარ მეფის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ინგირი,  ყულიშკარი, ჯიხაშკარი, ჭაქვინჯში.

წალენჯიხა  – 09:00-18:00 საათამდე 87 აბონენტს  დაბა ჯვარში 26 მაისის, საჯაიას, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე. 10:30-18:00 საათამდე 235 აბონენტს ქ.წალენჯიხაში სალიას, გრანელის, ლევან II დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

ჩხოროწყუ  – 11:25-17:30 საათამდე 637 აბონენტს სოფლებში ახუთი, ქვედა ჩხოროწყუ, ასევე მარტვილში სოფელი კიწია(ნოღა).

ფოთი – 13:00-18:30 სათამდე 271 აბონენტს ქ. ფოთში ნიკოლაძის სანაპირო, ჩხეიძის, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებზე. 13:00 დან 14:30 საათამდე 163 აბონენტს ბესიკის, წმ.გიორგის და მიმდებარე ქუჩებზე. 16:00 დან 19:00 საათამდე 1 აბონენტს კოსტავას ქუჩაზე(საჰაერო ნავიგაცია).

მარტვილი – 12:45-17:00 საათამდე 1658 აბონენტს სოფლებში დ/ჭყონი, აბედათი, ნახუნაო. სალხინო და მიმდებარე სოფლებში.

აბაშა – 12:30-17:30 საათამდე 496 აბონენტს ქ.აბაშაში აკაკის , ნინოშვილის, ფრანგიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში წყემი, ნორიო, კვათანა და მიმდებარე სოფლებში.

სენაკი – 13:00-18:00 საათამდე 135 აბონენტს სოფლებში ზემო ჭალადიდი, სირიაჩკონის ნაწილი.

“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი