უკრაინის სპეცრაზმმა რადას შენობასთან შტურმი განახორციელა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რადასთან, კარვების ქალაქზე შტურმი განახორციელა და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მედიის ინფორმაციით, შტურმის მიზანი მიხეილ სააკაშვილის დაკავება იყო. რადასთან სპეცდანიშნულების რაზმსა და შეკრებილებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მედიის ცნობით,  მედიის ინფორმაციით, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა რამდენჯერმა სცადა. მათ კარვების ქალაქზე შტურმი განახორციელეს.

აქციის მონაწილეები ადგილზე საბურავებისგან ბარიკადებს აგებენ.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სამართალდამცავ უწყებაში დაკითხვაზეა დაბარებული. მისთვის მიცემული 24-საათიანი ვადა, დღეს დილით იწურება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი