“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, 7 დეკემბერს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ენერგომომარაგება შეეზღუდება შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 10:30-18:30 საათამდე 681 აბონენტს სოფლებში კახათი, ინგირი, თარგამული და მიმდებარე სოფლების ნაწილში. 14:00-15:30 საათამდე 379 აბონენტს სანკტ-პეტერბურგის, ერევნის, კოლხიდის და მიმდებარე ქუჩებზე. 14:30 დან 18:30 საათამდე 342 აბონენტს სოფლებში ზედაეწერი, ჩხორიაში.
წალენჯიხა – 09:00-18:00 საათამდე 56 აბონენტს დაბა ჯვარში წერეთლის, ხუბუტიას, საჯაიას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელი ფახულანი. 10:30-14:00 საათამდე 384 აბონენტს სოფლებში ჭალე, მუჟვა, ჯვარის ნაწილი, ოჭანეს უბანში.
ჩხოროწყუ – 11:30-17:30 საათამდე 117 აბონენტს სოფლებში ჭოღა I და ჭოღა II, ნაფიჩხოვო, ხაბუმე(კალინინი).
ფოთი – 10:00-18:00 სათამდე 372 აბონენტს ქ. ფოთში მონაცვლეობით პაიჭაძის, მამუკა კაცაძის, მალთაყვა, გურიის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:20-15:00 საათამდე 371 აბონენტს ლიეპაიას, აკაკის, კაკულიას და მიმდებარე ქუჩებზე.
აბაშა – 12:00-16:00 საათამდე 102 აბონენტს ქ.აბაშაში აკაკის IV შესახვევი, ასევე სოფლებში გეზათი, სეფიეთი, ონტოფოში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.