ზუგდიდის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” ოფისის კოორდინატორი ეკა მინჯორაია და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა ზუგდიდის მერმა მრჩეველთა საბჭოში მათთან შეთანხმების გარეშე შეიყვანა.
მინჯორაიას თქმით, მას მერიიდან ამ საკითხზე არავინ დაკავშირებია, მეტიც – მინჯორაია საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების დროს საქართველოში არ იმყოფებოდა. ზუგდიდის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” ოფისის კოორდინატორი აცხადებს, რომ უკეთესობისკენ მიმართული ცვლილებებისთვის წევრობის გარეშე ორგანოსთან სათანამშრომლოდ მზადაა, თუმცა საბჭოში შესვლას არ აპირებს.
საბჭოს დაკომპლექტების საკითხზე არ დაკავშირებიან არც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კოორდინატორს.
არჩილ თოდუა აცხადებს, რომ საბჭოსთან ორგანიზაცია გარკვეულწილად ითანამშრომლებს და რეკომენდაციებს მიაწვდის, თუმცა თავად წევრობას არ აპირებს.
საკითხზე კომენტარისთვის “Newsportal.ge” ზუგდიდის მერიას დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ეკა მინჯორაიას ვერ დაუკავშირდნენ და ამის გამო ვერ დააუწყეს, რომ მერი ნდობას გამოუცხადებდა, არჩილ თოდუს კი დაურეკეს და ის ზუგდიდში არ იმყოფებოდა.
“მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმდინარე წლის მაისში დატოვეს საბჭო, მერმა ძველ წევრებს და ახალ კანდიდატებს ნდობა გამოუცხადა. თუ მათ არ სურთ საბჭოს წევრობა, შეუძლიათ, შესაბამისი განცხადება დაწერონ მერიაში”, – აცხადებენ ზუგდიდის მერიის პრესსმსახურში.