შსს-ს ინფორმაციით, ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს

შსს-ს ინფორმაციით, ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია და მისი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

სამინისტროს ცნობით,  მკვლელობის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდესის  109-ე  და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსნებთ, რომ შემთხვევა დღის საათებში მოხდა. ლომარ ნიგურიანს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ლომარ ნიგურიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო.  2010 წელს, ნიგურიანს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეკავა, ხოლო 2017 წელს კი მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო “ნაციონალური მოძრაობიდან”.

იგივე თემაზე იხილეთ ლინკი:

http://newsportal.ge/mestiis-sakrebulos-wevri-mokles/

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი