28 დეკემბერს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯია” ენერგომომარაგების შეზრუდვასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 28 დეკემბერს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი –  11:30-18:30 საათამდე  734 აბონენტს  ქ.ზუგდიდში თამარ მეფის, ჯანაშიას, წყალსადენის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ახალი აბასთუმანი, შამგონა ,ურთა და მიმდებარე სოფლებში. 10:00-18:30 საათამდე 1 აბონენტს სოფელ ანაკლიაში.

წალენჯიხა – 13:00-15:30 საათამდე 1125 აბონენტს  ქ.წალენჯიხაში ქიაჩელის, კალანდიას, რუსთაველის, სტალინის და მიმდებარე ქუჩებზე. 15:30-17:00 საათამდე 2 აბონენტს სოფელ ჩქვალერში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი