27 დეკემბერს სამეგრელოს მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, 27 დეკემბერს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სამეგრელოს შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი –  11:45-18:30 საათამდე  698 აბონენტს  სოფლებში ჭკადუაში, ლია, ჩხორია და მიმდებარე სოფლებში. 13:35-18:30 საათამდე 1649 აბონენტს მონაცვლეობით სოფლებში ურთა, დარჩელი,დიდნეძი, კახათი და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა – 11:45-17:30 საათამდე 1231 აბონენტს ქ.წალენჯიხა ლევან II დადიანის, 26 მაისი ქუჩებზე, ასევე  სოფლებში ობუჯი, ზღვაია, ნაკიფუ და მიმდებარე სოფლებში,  ზუგდიდის სოფლებში კორცხელი, ნაცატუ. 11:45-13:00 საათამდე 117 აბონენტს სოფლებში ჩქვალერი, ჭალე, მუჟავა და მიმდებარე სოფლებში.

ხობი – 13:00-14:30 საათამდე 132 აბონენტს ქ.ხობში აღმაშენებლის, დადიანის, კოსტავას ქუჩებზე, ასევე სოფლებში გურიფული( I და II გურიფული).

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი