მაშველებმა სვანეთში, კურორტ „თეთნულდზე“ ზვავში მოყოლილი ტურისტი გადაარჩინეს. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, “თეთნულდის” ტერიოტორიაზე ექსტრემალური სპორტის მოყვარული 4 ტურისტი გაუკვალავ თოვლში დაეშვა, რამაც ზვავი გამოიწვია. სამმა მათგანმა უსაფრთხო ადგილზე გასვლა მოახერხა, ხოლო მეოთხე ტურისტი თოვლში ჩარჩა.
უწყების ცნობით, სამთო მაშველებმა და მოთხილამურე პატრულებმა ზვავში მოყოლილი 1 პირი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. პირველადი სამედიცინო დათვალიერებით, მას ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნებოდა. დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, რის შემდეგაც იგი მესტიაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, მოთხილამურე პატრულები პრევენციის მიზნით, შემთხვევის ადგილს დეტალურად ათვალიერებენ.