8 იანვარს ელექტროენერგიის შეზღუდვასთან დაკავშირებით “ენერგო პრო ჯორჯია” სამეგრელოს მოსახლეობას აფრთხილებს

“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 8 იანვარს,  სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი –  10:00-18:30 საათამდე 3118 აბონენტს ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის, ქირიას, რ.თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე  სოფლებში ახალსოფელი, ცაიში, ორსანტია, კორცხელი, ნარაზენი და მიმდებარე სოფლებში.

აბაშა – 11:00-17:00 საათამდე 433 აბონენტს ქ.აბაშაში ილიას, რუსთაველის, ფრანგიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში სუჯუნა, ნორიო, კვათანაში.

ხობი– 11:00-18:00 საათამდე 1372 აბონენტს მონაცვლეობით ქ.ხობში დადიანის ქუჩაზე, ასევე  სოფლებში საჯიჯაო, თორსა, ხეთა, პირველი მაისი და მიმდებარე სოფლებში.

მარტვილი – 11:00-17:00 საათამდე 571 აბონენტს სოფლებში ნალეფსაო, ინჩხური, ქვაითი, საელიაო.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი