აბაშაში გაუჩინარებული კეკელიას ცხედარს მდინარე რიონში ეძებენ

აბაშაში 11 დღის წინ გაუჩინარებული 28 წლის ირაკლი კეკელიას ცხედარს მდინარე რიონშ ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია “Newsportal.ge”-ს საგანეგბო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა თამაზ უბილავამ დაუდასტურა.

მისი თქმით, სამძებრო სამუშაოები იმ ადგილებში მიმდინარეობს, სადაც სავარაუდოდ, გვამი გადააგდეს.

შეგახსენებთ, რომ “Newsportal.ge”-ის ინფორმაციით, შსს-მ კეკელიას სავარაუდო მკვლელი უკვე დააკავა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი