15 იანვარს სამეგრელოს მოსახლეობას ელექტროენერგია შეეზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 15 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სამეგრელოს რეგიონის შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე – 2762 აბონენტს ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის, კ.გამსახურდიას,  უჩაშონას უბანი  და მიმდებარე ქუჩებზე,  სოფლებში აბასთუმანი, ხეცერა, ანაკლია, რუხი და მიმდებარე სოფლებში.

სენაკი – 10:00-18:00 საათამდე 748 აბონენტს სოფლებში მენჯი, ეკი, უშაფათი და მიმდებარე სოფლებში.

ხობი – 11:00-17:00 საათამდე   პერიოდში მონაცვლეობით 228 აბონენტს ქ,ხობში დადიანის ქუჩის ნაწილში და სოფელ ზემო ქვალონში.

ფოთი –  12:00-16:00 საათამდე 82 აბონენტს ქ.ფოთში ათონელის, ბარათაშვილის, ზამბახიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

წალენჯიხა – 10:00-15:00 საათამდე 33 აბონენტს სოფლებში მუჟავა, ჯვარის ნაწილში. 11:00-18:00საათამდე 1231 აბონენტს ქ. წალენჯიხაში ლევან II დადიანის, 26 მაისის,  ქუჩებზე, ასევე სოფლებში  ობუჯი, ზღვაია,  ნაკიფუ და მიმდებარე სოფლებში, ზუგდიდის სოფლებში სოფელ კორცხელი და ნაცატუში.

კომპანიის ცნობით, მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი