წალენჯიხაში გრანელის სახელობის პარკს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

წალენჯიხაში ტერენტი გრანელის  სახელობის პარკის  სრული რეაბილიტაცია მოხდება. ტერიტორია დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება შადრევანს, მოეწყობა  კალათბურთის, ჩოგბურთის, გოლფის, სკეიდბორდის მოედანი. აღდგება ღია ამფითეატრი, მისასვლელი ბილიკები, მოეწყობა ატრაქციონები, გამწვანება  და  გარეგანათებები.

პარკის  რეაბილიტაციის  სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება   462 000 ლარს შეადგენს, აქედან 440 000 რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდიდიან, 22 000 ლარი კი  ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი. ტენდერი შესასრულებელ სამუშაოებზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი